გაითვალისწინეთ

სერტიფიცირების პირობა:
  • მინიმუმ 7 ტრენინგ-დღეზე დასწრება (მე-9 დღეზე დასწრება სავალდებულოა);
  • თითოეული მოდულის შემდეგ დავალების წარმოდგენა ელ-ფორმატში;
  • კურსის ბოლოს გამოქვეყნებული სასწავლო პროექტის ელ-პორტფოლიო.

Tuesday, October 29, 2013

მიმდინარეობს რეგისტრაცია ტრენინგზე

"ინტელის ძირითადი კურსი - პროექტებით სწავლება“


რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ყველა სქემაში ჩართულ პედაგოგს, 
თუ ასწავლით ვაკე-საბურთალოს ან გლდანი-ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლაში.


ახალი  ჯგუფებისთვის ტრენინგი სავარაუდოდ დაიწყება 20 ნოემბრის შემდეგ.

კურსის ხანგრძლივობაა: 36 საათი -  9  დღე (დღეში 4 საათი)  

ტრენინგი ჩატარდება  N52 საჯარო სკოლაში (თბილისი)

 კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი. ასევე მასწავლებლები მიიღებენ შესაბამის კრედიტებს.


ვისაც სურვილი გაქვთ გაიაროთ ეს ტრენინგი, 

მომწერეთ ელ. ფოსტაზე tlosab@gmail.com

Monday, October 21, 2013


ხიდი მომავლისკენ - Bridging Our Future 




მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ იწყება სქემაში
ჩართული მასწავლებლებისთვის ტრენინგი 

"ინტელის ძირითადი კურსი - პროექტებით სწავლება


კურსის ხანგრძლივობაა: 36 საათი 9 დღე (დღეში 4 საათი)
ტრენინგი ჩატარდება შაბათ-კვირას 20 ოქტომბრიდან (თბილისი. N52 საჯარო სკოლა)

კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატიასევე მასწავლებლები მიიღებენ შესაბამის კრედიტებს.



ინტელის ძირითადი კურსის მიზანია ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვა, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.

პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ ტრენინგზე თქვენ შეისწავლით, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დაიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.